პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე გაიხსნება, თუმცა თვითმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ერთი თვით შეწყვეტს.
„ჩვენ ვემზადებით საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის. საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს - 7 სექტემბერს გაიმართება, მაგრამ, ვინაიდან წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ერთი თვით შევწყვეტთ მუშაობას. თუმცა საჭიროა ჩავატაროთ ბიუროს სხდომა და საორგანიზაციო საკითხები გავიაროთ. მომავალ კვირაში კიდევ ერთი ბიუროს სხდომა გაიმართება და საშემოდგომო სესიას გავხსნით უკვე 7 სექტემბერს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.