,,თალიბების" მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ქვეყანა ცნობილმა პოლიტიკოსმა ქალმა ფაუზია ყუფიმ დატოვა.
როგორც გამოცემა Hill-ი იუწყება, ყუფი, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს იკავებდა და პრეზიდენტობის ერთადერთი ქალი კანდიდატი იყო, ყატარში გაიქცა.
ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლება ,,თალიბებმა" ჩაიგდეს ხელში, თუმცა ბოლო საევაკუაციო თვითმფრინავით მან შეძლო ქვეყნის დატოვება.
პოლიტიკოსი, რომელიც ,,თალიბების" აქტიური კრიტიკოსი, ამბობს, რომ სამომავლოდ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს.
ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა.
ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.
ამავე თემაზე: