,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქაბულის აეროპორტი ღია დარჩეს, რათა ავღანეთიდან წასვლის მსურველებმა გამგზავრება შეძლონ", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ქაბულის აეროპორტი ღია უნდა იყოს როგორც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად, ასევე მათთვის, ვინც სამხედრო ევაკუაციის დროს ქვეყნიდან გასვლა ვერ მოახერხა.
აშშ-ის სამხედროების გამოსვლის შემდეგ, აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ ქაბულის აეროპორტი „უკონტროლოდ“ გამოაცხადა. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ არ არსებობს საჰაერო მიმოსვლის კონტროლი ან აეროპორტის მომსახურება და თვითმფრინავები იქ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაეშვან.
ამავე თემაზე:
ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა