ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის Twitter გვერდი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ იტყობინება.

"უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირველ შეხვედრაზე, მე კვლავ დავაფიქსირე შეერთებული შტატების მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის ტერიტორიული მთლიანიბისა და სუვერენიტეტის მიმართ", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის ტექსტში.

მისივე თქმით, განსახილველ საკითხები მოიცავდა ენერგოუსაფრთხოებას და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს.