აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სფეროსთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო

აშშ-მ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რაც უკრაინისთვის „ჯაველინის“ სისტემის ჯავშანტექნიკის და სხვა სასიკვდილო და არასასიკვდილო აღჭურვილობის გადაცემას გულისხმობს.

ეს შეთანხმება აშშ უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისადმი წინააღმდეგობას ენერგეტიკული დიპლომატიისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განაგრძობენ, რადგან ეს ენერგოპროექტი ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველია.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ბაიდენს, რის შემდეგაც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ეს დახმარება ამოქმედებულია. მანამდე ზელენსკიმ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი, როდესაც თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა.