ევროკავშირში სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის საკითხზე მსჯელობენ

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა დამოუკიდებელი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის ინიციატივა განიხილეს. BBC-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალები კრიზისებზე პასუხის გაცემას აშშ-ისგან დამოუკიდებლად მოახდენენ.

სლოვენიაში გამართული შეხვედრის შემდეგ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მეტი ევროპული თავდაცვის საჭიროება არასდროს ყოფილა ასეთი მკაფიო.

სლოვენიის თავდაცვის მინისტრმა, მათეი ტონინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალები შესაძლოა, 5 000-დან 20 000 ჯარისკაცამდე დაკომპლექტდეს.