ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს სათანადო ინფორმაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტს ტრანშთან დაკავშირებით ,,სათანადო ინფორმაცია არ აქვს".

მისივე თქმით, 75 მილიონი ევრო არ იძენს ,,რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას".

„ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რა ვალზეა საუბარი და როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები, როგორ მართავს მთავრობა მთელ ამ პროცესს. ვფიქრობ, გაზვიადებული შეფასებაა, რომ მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი. ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა განსაკუთრებული პოლიტკური დატვირთვა. მითუმეტეს, საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენი ოპონენტები სპეკულირებდნენ ამ სესხით. სესხი იყო დაკავშრებული სასამართლო რეფორმასთან - ასეთი წვრილმანებით როდესაც ვკონცენტრირდებით, ვფიქრობ, დამაკნინებელი და დამაზიანებელია საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობისთვის იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით მაღალი დონის ურთიერთობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე კონკრეტული სესხის ნაწილი. 75 მლნ ევრო რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს თუ გადახედავს ევროკავშირთან ურთიერთობას ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ევროკავშრთან და სხვა საფინანსო დონორებთან, რომლებიც წლებია საქართველოს ეხმარებიან და გვაქვს აწყობილი ურთიერთობა. ეს სესხი არაფრით არ უკავშირდებოდა არც რიკოთის გზების მშენებლობას და ა.შ. მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ მე დავავალებ ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწოდებთ. ზედმეტი დრამატიზება საჭირო არაა. პრეზიდეტს თავისი აზრი აქვს, მისი უფლებაა განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ჩვენ ასე ვხედვათ, სააკაშვილი სხვანაირად ხედავს...“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ , პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარი საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია და ეკონომიკური არგუმენტი ანალიზს ვერ უძლებს“.