NATO რუსეთს სამხედრო წვრთნების ჩატარებისას მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ღიად ისაუბროს "Zapad-2021"-ის სამხედრო წვრთნებისა და ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ, რადგან პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში მოსკოვის განზრახვებთან დაკავშირებით განგაში იზრდება.

სტოლტენბერგის თქმით, "დასავლეთის" სახელწოდებით ცნობილი წინა სამხედრო წვრთნების ჩატარებისას, რომელიც NATO-ს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან მიმდინარეობდა, დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა, რუსეთი განგებ ზრდიდა წვრთნებში მონაწილე ტექნიკისა და სამხედროების რაოდენობას.

"რაც ჩვენ ადრე ვნახეთ არის ის, რომ წვრთნებში მონაწილე ჯარების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება გამოცხადებულ რიცხვებს", - თქვა სტოლტენბერგმა და მოუწოდა მოსკოვს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რაც განსაზღვრულია ვენის დოკუმენტით (საერთაშორისო ხელშეკრულება ევროპაში სამხედრო წვრთნების შესახებ)

"რუსეთი უნდა მოიქცეს პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გზით",- განაცხადა სტოლტენბერგმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სწავლების ძირითადი ეტაპი 10 სექტემბერს დაიწყება. მასში რუსეთისა და ბალარუსის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.

NATO-ს ინფორმაციით, რუსეთი 60-დან 70 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის ჩართვას გეგმავს წვრთნებში. რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ წვრთნებში 12 700 სამხედრო იღებს მონაწილეობას.