ირანის პრეზიდენტი: ირანი მზად არის განაახლოს ბირთვული მოლაპარაკება, მაგრამ არა დასავლეთის „ზეწოლის“ ქვეშ

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება მთავრობის დღის წესრიგშია, მაგრამ ის არ უნდა გაიმართოს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან „ზეწოლის“ ქვეშ.

როგორც რაისი ამბობს, მოლაპარაკებები ქვეყნის დღის წესრიგში დგას, სანაცვლოდ კი სანქციების გაუქმებას მოითხოვს.

პარალელურად დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამს ირანში ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით. გაეროს ბირთვული კონტროლის სააგენტოს ცნობით, ირანს 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის წარმოება შეუძლია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას აპირებს.