ანტონიო გუტერეში: ახლა, ისე, როგორც არასდროს, ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში საერთაშორისო საზოგადოებას ავღანელი ხალხის დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„ახლა, ისე, როგორც არასდროს, ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა და საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობა. ავღანეთისთვის, გავმართავ მაღალი დონის ჰუმანიტარულ კონფერენციას, რათა მხარი დავუჭიროთ დაფინანსების სწრაფ გაფართოებასა და მასზე სრულფასოვან, შეუწღუდავ წვდომას მათთვის, ვისაც ის სჭირდებათ“, - წერს გაეროს გენერალური მდივანი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ანტონიო გუტერეშის ინიციატივით, ავღანეთის დასახმარებლად, ჟენევაში, დონორთა საერთაშორისო კონფერენცია 13 სექტემბერს ჩატარდება. ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ავსტრია და სერბეთი, ავღანელი მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობენ.

ამავე თემაზე:

ანტონიო გუტერეში ავღანეთის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას მოიწვევს