პარლამენტი დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს აღნიშნულ ინიციატივაზე პირველი მოსმენით იმსჯელებს.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება შარლ მიშელის დოკუმენტით იყო გათვალისწინებული.

საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. შესაბამისად, პროექტის მიღებას ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც სჭირდება.

კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება, ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესიც.