Bloomberg-ი: AstraZeneca-ს კოვიდვაქცინის ტექნოლოგიამ კიბოს წინააღმდეგ სამკურნალო ვაქცინაში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა

Bloomberg-ის ინფორმაციით, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიამ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტულ ვაქცინაში.

როგორც ცნობილია, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინის ავტორები ამავე ტექნოლოგიის გამოყენებით კიბოს სამკურნალო ვაქცინის შექმნას ცდილობენ და ცხოველებზე ჩატარებული კვლევები იმედისმომცემი აღმოჩნდა.

ოქსფორდის ჯენერის ინსტიტუტისა და ლუდვიგის კიბოს კვლევების ინსტიტუტის მკვლევრებმა, COVID-19-ის ვაქცინის ტექნოლოგიის გამოყენებით, კიბოს სამკურნალო ორდოზიანი ვაქცინა შექმნეს. ამ ვაქცინის ადამიანებზე ცდების დაწყება წელსვე იგეგმება, რადგან თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა სიმსივნის ზომაში შემცირება და გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესება აჩვენა.

„ვაქცინის ამ პლატფორმას აქვს პოტენციალი, რომ რევოლუცია მოახდინოს კიბოს მკურნალობაში“, - განაცხადა ჯენერის ინსტიტუტის დირექტორი ადრიან ჰილი.

ცდების ადრეულ ფაზაში ფილტვის კიბოს დიაგნოზის მქონე 80 პაციენტი ჩაერთვება.

კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: დიაბეტისა და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მართვაში ალბათ ვაქცინა მოიკიდებს ფეხს