მონტენეგრო სერბეთის ელჩს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათიან ვადას აძლევს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სერბეთის ელჩმა, პირდაპირ შეურაცხყო მონტენეგრო, რომლის 1918 წელს შეერთებას სერბეთის სამეფოსთან, მონტენეგროელი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატულება და განმათავისუფლებელი აქტი უწოდა.
მონტენეგროს გადაწყვეტილებით კი, ეს გადაწყვეტილება მონტენეგროს სუვერენტეტის გაუქმებად არის შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მონტენეგროს უკვე მიმავალმა მთავრობამ მიიიღო. საპარლამენტო არჩევნებში აქ პროსერბულმა კოალიციამ გაიმარჯვა.