ვლადიმერ პუტინი ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა, თუმცა ყირიმის საკითხის განხილვას არ აპირებს

ვლადიმერ პუტინი მზად არის, შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს, ყირიმის საკითხის განხილვას.

კრემლს მიაჩნია, რომ „პრეზიდენტები უნდა შეხვდნენ, რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა „უნდა გამოსწორდეს“, მაგრამ კიევი ამისთვის პოლიტიკურ ნებას არ აჩვენებს“.

პუტინის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით, მცირე პროგრესია ზელენსკისა და პუტინს შორის პირადი შეხვედრის ორგანიზების საკითხში.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას, როგორც მან რამდენიმე თვის წინ განაცხადა, ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს შეხვედრა შედგება,

„უკვე დავავალე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას დაეკონტაქტოს, რათა მათ იპოვონ ტერმინები და ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებთ შეხვედრას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თავდაპირველად, შეხვედრის ინიციატივით ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა, როდესაც პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა. ვლადიმერ პუტინმა მაშინ განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში ნებისმიერ დროს შეხვდეს.