გვინეაში სამხედრო გადატრიალება რუსი მაგნატის ოლეგ დერიპასკას „ალუმინის იმპერიას“ საფრთხეს უქმნის

გვინეაში სამხედრო გადატრიალება რუსი მაგნატის ოლეგ დერიპასკას „ალუმინის იმპერიისთვის“ შესაძლოა, მტკივნეული დარტყმის მიზეზი გახდეს.

ალუმინის უმსხვილესმა მწარმოებელმა Русал-მა შესაძლოა, მისი პროდუქციის მესამედი დაკარგოს, რადგან ის გვინეიდან მარაგდება. განუცხადა წყარომ „რია ნოვოსტის“.

გვინეა, სადაც მოსახლეობის 43% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბოქსიტის რეზერვებით, რაც მსოფლიო წარმოების 20%-ს უზრუნველყოფს, ნედლი მასალის 45%-ს კი რუსულ კომპანიას აწვდის.

”პრაქტიკულად არ არსებობს სხვა წყარო, რომელიც ანაზღაურებს ამ დანაკარგებს, რადგან რუსეთში არ არის ბოქსიტის ახალი საბადოები", - განუცხადა წყარომ რია ნოვოსტის.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტო RBC წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კონაკრის პორტში (გვინეის დედაქალაქი), „რუსალისთვის“გადაზიდვები 5 სექტემბრიდან უკვე შეჩერებულია.

გვინეაში განვითარებული მოვლენების გამო, ალუმინის ღირებულებამ 2008 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია (ტონაზე 2,761 ათასი დოლარი).

ცნობისთვის, გვინეაში შეიარაღებულებმა სამხედრო გადატრიალების დაწყების შესახებ განაცხადეს და ქვეყნის პრეზიდენტი ალფა კონდე დააპატიმრეს.

სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ გადატრიალებას არმიის ელიტური დანაყოფი უწევს ორგანიზებას, რომელსაც ყოფილი ფრანგი ლეგიონერი, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი მამადი დუმბოია ხელმძღვანელობს.

BBC-ის ცნობით, სამხედროების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს „შერიგებისა და განვითარების ეროვნულ კომიტეტს“ უწოდებს, აცხადებს, რომ გვინეის კონსტიტუცია გაუქმებულია და ახალი, უფრო ყოვლისმომცველი კონსტიტუციისთვის კონსულტაციები იწყება.

სამხედროების ნაწილმა სატელევიზიო მიმართვისას ქვეყნის პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა. ამბოხებული სამხედროების განცხადებით, გადატრიალების მიზეზი ყოვლისმომცველი კორუფცია, არასწორი მართვა და სიღარიბეა.