„დონალდ ტრამპმა უინსკონსინის შტატში ხმების გადათვლისთვის $3 მლნ დახარჯა, სადაც ისევ ბაიდენმა გაიმარჯვა. ჯო ბაიდენმა მთლიანობაში მილოუკის ოლქიდან 132 ხმა დაიმატა“, წერს Independent-ი.
მილოუკში ხელახალმა გადათვლამ ორივე კანდიდატს მოუმატა ხმები მას შემდეგ, რაც კომისიის წევრებმა ათასობით დაუთვლელი ბიულეტენი იპოვეს.
საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქალაქ მილუოკში, კლერ ვუდალ-ვოგმა ეს ფაქტი „ადამიანურ შეცდომას" დაუკავშირა.
საერთო ჯამში, ბაიდენმა 257 ხმა მიიღო ტრამპმა კი 125, 640,000. უისკონსინის საარჩევნო ადმინისტრაციიდან ტრამპის შტაბს აცნობეს, რომ თუ მთელი შტატის ხელახალი დათვლა სურდათ, ეს 7.9 მილიონი დოლარი დაუჯდებოდათ. საბოლოოდ კი დეინი და მილუოკი შეირჩა.