ახალი კანონპროექტი პუტინს თავდაცვის ყველა ოპერაციის კონტროლის უფლებას აძლევს

რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებებს აფართოებს და თავდაცვის ყველა ოპერაციის კონტროლის უფლებას აძლევს.

პრეზიდენტის თანხმობის გარეშე განხორციელებული გარიგებები განიხილება, როგორც „ბათილი“.

კანონპროექტის თანახმად, „კომპანიები, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ იარაღს ან ჩართულნი არიან იარაღის წარმოებაში, ასევე, კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ პროდუქციის მიწოდებაში, ან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თავდაცვის უზრუნველყოფაში, პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ მოექცევა.

ასეთი კომპანიების სრულ ჩამონათვალს მთავრობა განსაზღვრავს. სახელმწიფო კორპორაციები Roscosmos-ი და Rostec-ი ცალკე განიხილებიან. ამ უკანასკნელებს ეკრძალებათ უცხოური ინვესტორებისთვის ნებისმიერი აქტივის გაყიდვა, რომელიც სტრატეგიულად ითვლება.