ევროკავშირი: „თალიბანის“ დროებითი მთავრობა არც ინკლუზიურს ჰგავს და არც წარმომადგენლობითს

ევროკავშირის განცხადებით, „თალიბანის“ მიერ დაკოლპლექტებული ახალი მთავრობა არც ინკლუზიურია და არც წარმომადგენლობითი. მისივე თანახმად, ასეთი ინკლუზიურობა და წარმომადგენლობითობა მოსალოდნელია მომავალი გარდამავალი მთავრობის შემადგენლობაში, მოლაპარაკებების შედეგად.

„ეს არ ჰგავს არც ინკლუზიური და არც წარმომადგენლობით მთარობას. მაშინ, როდესაც ავღანეთი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ახლა მთავრობაში ამ მრავალფეროვნებას დავინახავდით, „თალიბანმაც“ ამის პირობა დადო რამდენიმე კვირის წინ“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც პრესსპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელდა.

ცნობისთვის, „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა. დროებით მთავრობას მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი მოლა ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს, რომელიც გაეროს მიერ შავ სიაშია შეყვანილი.„თალიბანმა“ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა სარაჯუდინ ჰაქანი, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ძებნილთა სიაშია.