დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?"კომპანია „ედისონ რისერჩმა“ კვლევის მონაწილეებს ეს შეკითხვა დაუსვა. პარტიულ რეიტინგებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება" 33%-ს აგროვებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 25%
„საქართველოსთვის" - გიორგი გახარია - 10%
„ლეიბორისტული პარტია" - 6%;
„გირჩი - მეტი თავისუფლება" (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%;
„ლელო" - 3%;„ხალხისთვის" - ანა დოლიძე - 3%;
„პატრიოტთა ალიანსი" - 3%;
„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%;
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - გიგა ბოკერია - 2%;
„გირჩი" (იაგო ხვიჩია) - 2%
;ერი - ლევან ვასაძე - 2%;„დროა"
„ელენე ხოშტარია - 1%
„მოქალაქეები" - ალეკო ელისაშვილი - 1%;
სხვა - 2%.
ვის უჭერენ მხარს ის რესპონდენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას".
გამოკვლევის თანახმად, 2020 წლის არჩევნებში მიღებული ხმების 67%- „ქართულ ოცნებას" აქვს. სხვა პარტიების რეიტინგი კი ასეთია:
11% - „საქართველოსთვის" - გიორგი გახარია;
6% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
3% - „ლეიბორისტული პარტია";
2% - „გირჩი - მეტი თავისუფლება" (ზურაბ ჯაფარიძე)
2% - „პატრიოტთა ალიანსი"
1% - „ლელო";
1% - „ხალხისთვის" - ანა დოლიძე;
7% - სხვა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩმა" საზოგადოებრივი აზრი გამოიკვლია. პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.
თვითთმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.