ზაზა გაბუნია მექსიკაში, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
ინფორმაცია Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ელჩების დანიშვნის საკითხზე უწყება განცხადების გავრცელებას გეგმავს.
ზაზა გაბუნია 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. ბოლოს ის ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა.