აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი არჩევნებში შეერთებული შტატების ტექნოლოგიური გიგანტის ჩარევის თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროშ დაიბარეს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ელჩმა ჯონ სალივანმა შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან.
უწყებამ ისიც აღნიშნა, რომ სალივანს წარუდგინეს „უდავო მტკიცებულება“ იმის შესახებ, რომ აშშ-ის ტექნოლოგიურმა გიგანტებმა (მათ შორის Facebook-ი, Twitter-ი) დაარღვიეს რუსეთის კანონები ქვედა პალატის სახელმწიფო სათათბიროს მოახლოებული არჩევნების კონტექსტში.
რუსეთმა ცოტა ხნის წინ გააძლიერა კონტროლი ინტერნეტში თავის სეგმენტზე და დაიწყო სამართლებრივი ზომები უცხოური ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ აკრძალული შინაარსის არწაშლის გამო.