ბულგარეთში წელს მესამე საპარლამენტო არჩევნები 14 ნოემბერს გაიმართება. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.
ივლისში ჩატარებული არჩეევნების შედეგად მთავრობის ჩამოყალიბება ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო.
გამოკითხვების მიხედვით, არჩევნების შედეგად პარლამენტში ძალთა ისეთი თანაფარდობაა, რომ პარტიებს უთანხმოებების გადალახვა და უმრავლესობის ჩამოყალიბება გაუჭირდებათ. ამის გამო ბულგარეთი ევროკავშირის მიერ ეკონომიკური აღდგენისთვის გამოყოფილი თანხებით ვერ სარგებლობს.