„თალიბანმა“ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები დაგმო

„თალიბანმა“ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები დაგმო.

მისი წარმომადგენლის, სუჰეილ შაჰინის განცხადებით, აშშ-სთან თანამშრომლობისთვის და გამოძიებაში დახმარებისთვის მზად იყვნენ.

„ალ-„ქაიდას“ მიერ მომზადებული ტერაქტები სრულიად მოულოდნელი იყო. თავდასხმების შესახებ წინასწარ არაფერი ვიცოდით“, - განაცხადა სუჰეილ შაჰინმა.

11 სექტემბრის ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა. 2001 წელს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. მათგან ორი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა.

08:46 საათზე - ჩრდილოეთ კოშკზე, 09:03 საათზე კი სამხრეთ კოშკზე მოხდა დაჯახება. მესამე გატაცებული თვითმფრინავი 09:37 საათზე პენტაგონის შენობას დაეცა. ერთ-ერთმა კი მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა. საერთო ჯამში, 2 977 ადამიანი დაიღუპა.