პარიზის მერი ან იდალგო 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ან იდალგო, რომელიც საფრანგეთის „სოციალისტური პარტიის“ წევრია, ერთ-ერთ მთავარ ამოცანად განათლების სფეროს მუშაკთა ხელფასების გადახედვას ასახელებს. ამასთან, გეგმავს, ყურადღება გაამახვილოს ეკოლოგიის საკითხებზე, კერძოდ კი ატომურ ელექტროსადგურებზე გაჩერებასა და ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლაზე.
„ბავშვებს მომავალი უნდა მივცეთ, ავაშენოთ უფრო სამართლიანი, ძლიერი საფრანგეთი, რომლის უნიკალური ხმა კვლავ აჟღერდება ევროპასა და მსოფლიოში“, - განაცხადა იდალგომ.
იდალგო პარიზის მერად 2014 წელს აირჩიეს.