ბელარუსი რუსეთისგან $1 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღის შეძენას გეგმავს და ასევე განიხილება S-400 სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. განაცხადა ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მან აღნიშნა, რომ კრემლში მოლაპარაკებების მეორე ნაწილის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი იარაღით იქნება აღჭურვილი.
ცნობისთვის, კალინინგრადში რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სტრატეგიული სამხედრო სწავლების „ზაპად-2021“ მიმდინარეობს. სამხედრო წვრთნები 16 სექტემბრამდე გაგრძელდება და მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 9 ქვეყნის, მათ შორის სომხეთი, ბელარუსის, ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, სერბეთის, ტაჯიკეთის და შრი-ლანკის სამხედრო კონტიგენტი.