სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთს ეწვია

სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სომხეთს ეწვია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

ტოივო კლაარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო უწყების ხელმძღვანელ არარატ მირზოიანს შეხვდა.

„კარგია სომხეთში დაბრუნება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები იგეგმება“, - წერს კლაარი „ტვიტერზე“.

რეგიონული უსაფრთხოება, მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მოგვარებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურულ, სავაჭრო, ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები - ეს იყო ისე თემები, რომლებსაც სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში ვიზიტისას განიხილავს.

სომხეთიდან ტოივო კლაარი აზერბაიჯანში ჩავა.