ისრაელის პრემიერ მინისტრი ნაფტალი ბენეტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეგვიპტის პრეზიდენტს აბდელ ფათაჰ ალ-სისის შეხვდა.
განსახილველ საკითხებს შორისაა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და ორმხრივი ურთიერთობები.
„დისკუსიებში ალ-სისიმ ხაზი გაუსვა ეგვიპტის ძალისხმევას სიმშვიდის შესანარჩუნების საქმეში და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას იქ ამ მცდელობების აღსადგენად“, ნათქვამია ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებაში.
პრეზიდენტმა „ასევე დაადასტურა ეგვიპტის მხარდაჭერა ყველა მცდელობისათვის ახლო აღმოსავლეთში ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად, ორი სახელმწიფოს ძალისხმევის შესაბამისად“.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მოიცავდა დიპლომატიას, უსაფრთხოებას და ეკონომიკას.
„ჩვენ შევქმენით საფუძველი ღრმა კავშირებისთვის“, - განაცხადა ბენეტმა.
მოლაპარაკებები ღაზის სექტორში დაძაბული სიტუაციის ფონზე გაიმართა.