თურქეთისა და აზერბაიჯანის საჰაერო ძალები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

აზერბაიჯანულმა და თურქულმა სამხედრო თვითმფრინავებმა, წვრთნების ფარგლებში, თურქეთის პროვინცია კონიაში ერთობლივი ტაქტიკური ფრენები განახორციელეს. იტყობინება აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„სამხედრო წვრთნების პროგრამის თანახმად, შემუშავებულია მტრის სავარაუდო თავდასხმის მოგერიების, აღმოჩენილი სახმელეთო სამიზნეების დარტყმის ამოცანები", - აღნიშნულია აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციაში.

Eurasianet-ი წერს წვრთნები 10 სექტემბერს დასრულდა და არცერთ მხარეს არ გამოუქვეყნებია მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ჯარისკაცი მონაწილეობდა მასში, მაგრამ ოფიციალური ფოტოების და ვიდეოების მიხედვით, ღონისძიებაში მცირე ნაწილები არიან ჩართულნი.

სცენარში შედიოდა რთულ რელიეფში დაზვერვის განხორციელება, გზებზე ჩასაფრება, დივერსიული ჯგუფების გამოვლენა და განადგურება, ასევე სხვადასხვა სახის დაბრკოლების გადალახვით ფარულად მიახლოება წარმოსახვით მტერთან.