კონგრესში 2022 წლის თავდაცვის კანონპროექტში ცვლილებების შეტანას ცდილობენ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას აიძულებს, უკრაინას ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიჰყიდოს ან გადასცეს, მათ შორის, სავარაუდოდ, რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემაც არის, რომელიც ამჟამად აშშ-ის არმიას აქვს. ამის შესახებ სტატიას Politico აქვეყნებს.
საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემების გაყიდვის ან გაგზავნის წინადადებამ, შესაძლოა, მოსკოვთან დაძაბულობა გაზარდოს. რუსეთი დიდი ხანია ჩივის რუმინეთში ამერიკული ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გამო და აცხადებს, რომ ის შეიძლება გამოყენებული იყოს შეტევითი მიზნებისთვის, რაშიც აშშ-ს და NATO-ს ადანაშაულებს.
რკინის გუმბათი ისრაელის კომპანიამ Rafael Raytheon-თან პარტნიორობით შექმნა. ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი თავდაცვის სისტემაა მოკლე მანძილის რაკეტების წინააღდმეგ. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, რკინის გუმბათმა ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების 90% გაანეიტრალა ბოლო წლების განმავლობაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინული მედიის ეთერში განაცხადა, რომ არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ სარაკეტო სისტემებისთვის საჭირო ტექნოლოგიები და ამ დროისთვის უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს მათ შეძენაზე, თუმცა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება, აშშ არ იყოს.
ამავე თემაზე:
აშშ-მა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს