ყარაბაღის რეგიონზე გამავალი ზანგეზურის დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საპასუხოდ განაცხადა.
ერდოღანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეატყობინა მას ფაშინიანის სურვილი ამ შეხვედრის გამართვაზე.
„ამისთვის სომხეთმა პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას. თუ ეს შეხვედრა გაიმართება, მაშინ თურქეთს შეუძლია დიპლომატიური კავშირების დამყარება“, – დაამატა ერდოღანმა.
„მე მაფიქრებს ის, რომ ერთის მხრივ ფაშინიანი ეწინააღმდეგება ზანგეზურის დერეფნის გახსნას და მეორეს მხრივ მას ჩემთან შეხვედრა სურს. თუ მას სურს შეხვდეს ერდოღანს, მანამდე გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. შეხვედრის საკითხი ჩვენთვის დახურული არ არის“, – აღნიშნა თურქმა ლიდერმა.
თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში პრობლემები აღმოიფხვრება.