კანადაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, პრემიერ-მინნისტრ, ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ეს ტრუდოს მესამე გამარჯვებაა ფედერალურ არჩევნებში. როგორც BBC წერს, ლიბერალები სავარაუდოდ 156 ადგილს მოიპოვებენ, 170 -ზე ნაკლები იმ უმრავლესობისთვის, რომელსიც მოქმედი პრემიერის პარტიას სჭირდებოდა.
კონსერვატორებმა შეინარჩუნეს ოპოზიციური ძალის სტატუსი და სავარაუდოდ, დაახლოებით 122 ადგილს მოიპოვებენ.
„ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხმების დათვლა, მაგრამ უკვე ვნახეთ, რომ მილიონობით კანადელმა პროგრესულ გეგას დაუჭირა მხარი”, - განაცხადა ტრუდომ.
BBC წერს, რომ არჩევნები, რომელიც კანადაში პანდემიის მეოთხე ტალღის დროს ჩატარდა, ქვეყანას ისტორიაში ყველაზე ძვირი, დაახლოებით 600 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.
ჯასტინ ტრიუდო კანადის პრემიერ-მინისტრია 2015 წლიდან.