დანიის საშინაო გვარდიის სარდლობის წარმომადგენლები ქართველ ინსტრუქტორებს წვრთნიან

დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (DEMA) და დანიის საშინაო გვარდიის სარდლობის წარმომადგენლები თბილისში, ქართველ ინსტრუქტორებს წვრთნიან. ტრენინგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (EMS) სასწავლო ცენტრში 11-დან 25 სექტემბრამდე ჩატარდება.

უფროსი ლეიტენანტი დევიდ ჯონ დიკერი, სერჟანტი იენს კლემენ მადსენი, პირველი სერჟანტი სორენ მოგენსენი და კაპიტანი ტროელს გრაფი თავიანთ პროფესიულ ცოდნას უზიარებენ სტუდენტებს კრიზისის მართვის, ხანძრის დროს რეაგირების ტაქტიკების, ოპერაციების მართვისა და სამაშველო სტრატეგიების შესახებ. ასევე ატარებენ კომპეტენციისა და გამოცდილების ასამაღლებელ წვრთნებსა და ტრენინგებს.

ორკვირიანი კურსი NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მხარდაჭერით და კრიზისების მართვის ინიციატივის ლიდერის, პოლკოვნიკ პიტერ კაას-კლაესონის მიერ არის ორგანიზებული.