სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პრინცი ენდრიუ სასამართლოს წინაშე წარდგება

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პრინცი ენდრიუ სასამართლოს წინაშე წარდგება. ინგლისის სამეფო ოჯახის წევრი ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, შესაბამისი ოფიციალური საბუთები პრინცმა უკვე მიიღო.

ელისაბედ მეორეს შვილს ვირჯინია ჯუფრე უჩივის. ქალის თქმით, ენდიუმ მასზე სექსუალურად იძალადა, იმ დროს დაზარალებული 17 წლის იყო.

პრინცი ენდრიუ ელისაბედის მესამე შვილი და მეორე ვაჟია, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრეების რიგში მეცხრეა.

სამეფო ოჯახის წევრის ოფიციალური წარმომადგენლები ყველა ბრალდებას უარყოფენ.