პოლონეთის სამხრეთ რეგიონმა ანტი-ლგბტ რეზოლუცია ევროკავშირის დაფინანსების დაკარგვის საფრთხის გამო გააუქმა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სვიეტოკრისკის რეგიონულმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე კენჭი უყარა რეზოლუციის გაუქმებას, რომელიც პირველად მიიღეს 2019 წელს. მასში ნათქვამია, რომ „ეწინააღმდეგება ლგბტ იდეოლოგიის დანერგვის მცდელობებს ადგილობრივი მმართველობის თემებში და ამ იდეოლოგიის პოპულარიზაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში".
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის მთავრობამ რამდენიმე რეგიონის ხელისუფლებას სთხოვა, გააუქმოს მათი მეტწილად სიმბოლური ანტი-ლგბტ რეზოლუციები.
ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს რეზოლუცია და მას დისკრიმინაციული უწოდეს, ხოლო ევროპარლამენტმა რეაგირება მოახდინა ამ წლის დასაწყისში და მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 27-წევრი ევროკავშირი ლგბტ ადამიანებისთვის გამოცხადებულია „თავისუფლების ზონად“.