გაეროში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ზრდასთან დაკავშირებით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შავ ზღვაში ალიანსის წევრი ქვეყნების ფლოტის ზრდის მნიშვნელობას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკრაინამ NATO-ს სტანდარტებით შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მშენებლობა პრაქტიკულად დაასრულა.
"მკაფიო პერსპექტივა უნდა არსებობდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც NATO-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური კურსი უცვლელია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.