კანარის კუნძულებს ადგილობრივმა ავიაკომპანიებმა კუნძულ ლა პალმაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, ფრენები გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას Usnews-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კანარის კუნძულების ადგილობრივმა გადამზიდავმა Binter-მა პარასკევს განაცხადა, რომ მან გააუქმა ყველა ფრენა ლა პალმაში, ასევე დღის ერთადერთი რეისი გააუქმა ესპანურმა ავიაკომპანიამ Iberia-მ, რეისების შესრულება შეაჩერა ადგიობრივმა ავიაკომოპანია Canaryfly-მ.
როგორც კომპანია Binter-ში აცხადებენ, მათ არ აქვს ინფორმაცია, როდის აღდგება რეისების შესრულება.
ცნობისთვის, კანარის კუნძულებზე, კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც ხელისუფლებამ ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. განადგურდა რამდენიმე სახლი. ბოლო მონაცემებით, საჭირო გახდა 5000-მდე ადამიანი ევაკუაცია. კუნძულზე 80 000-მდე მოსახლე ცხოვრობს.
როგორც ცნობილია, კუმბრე ვიეხას ვულკანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია კანარის კუნძულებზე და მისი ამოფრქვევა ბოლოს 1971 წელს მოხდა.