ვაშინგტონში „ოთხეულის“ - აშშ-ის, ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოშიჰიდე სუგას უმასპინძლა.
"ჩვენ ვიზიარებთ საერთო ხედვას მომავლის შესახებ და ჩვენ ერთად ვიკრიბებით 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევების დასაძლევად", - წერს ბაიდენი Twitter- ზე.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ კანონის უზენაესობას, ნავიგაციისა და ფრენების თავისუფლებას, დავების მშვიდობიან მოგვარებას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია ოთხი ლიდერის ერთობლივ განცხადებაში.
როგორც ცნობლია, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ვაქცინების საკითხთან დაკავშირებით, ასევე კოსმოსურ და სუფთა ენერგიის სფეროებში.
იაპონიის ლიდერის თქმით, „ოთხეულის“ შეხვედრა წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ჩართულობის მნიშვნელობის განსახილველად იყო მოწვეული და ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება.
მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი თემა პანდემია და ვაქცინების წარმოება იყო. ნარენდრა მოდის განცხადებით, ინდოეთი ოქტომბრის ბოლოსთვის 8 მილიონ ერთდოზიან „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინის წარმოებას გეგმავს. გარდა ამისა, „ოთხეულის“ ლიდერების განცხადებით, წლის ბოლომდე აზიის რეგიონს მილიარდ დოზა ვაქცინას მიაწვდიან.
ორსაათიანი შეხვედრის დასასრულს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბაიდენი და სხვა ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თვალყურს ადევნებდნენ პაკისტანს.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი თემა პანდემია და ვაქცინების წარმოება იყო.
ნარენდრა მოდის განცხადებით, ინდოეთი ოქტომბრის ბოლოსთვის 8 მილიონ ერთდოზიან Jhonson&Jhonson-ის ვაქცინის წარმოებას გეგმავს. გარდა ამისა, „ოთხეულის“ ლიდერების განცხადებით, წლის ბოლომდე აზიის რეგიონს მილიარდ დოზა ვაქცინას მიაწვდიან.