აშშ -ის წინააღმდეგობის მიუხედავად, თურქეთი ახალი რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას ისევ გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
სამხედრო ექსპერტები S-400-ს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ საჰაერო თავდაცვის სისტემად მიიჩნევენ.
Bloomberg-ის ცნობით, ნატოს წევრი თურქეთი ულტრათანამედროვე ავიაგამანადგურებლის, F-35-ის პროგრამიდან გამოაძევეს და თურქეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა მიმართ სანქციები დაწესდა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინა 2019 წელს.
აშშ აცხადებს, რომ ნატოში რუსული სისტემების გამოყენება საფრთხეს შეუქმნის F-35-ებს. თავის მხრივ, თურქეთი აცხადებს, რომ S-400 სისტემები შეიძლება დამოუკიდებლად იქნეს გამოყენებული, ნატოს სისტემებში ინტეგრაციის გარეშე.
29 სექტემბერს დაგეგმილია ერდოანის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
აშშ მოუწოდებს თურქეთს არ გააგრძელოს რუსული S-400 რაკეტების მიწოდება და არ დაუშვას უკვე შეძენილი ბატარეა, მიუხედავად იმისა, რომ ანკარა მოსკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მეორე სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებით.
თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემები პირველად 2019 წელს შეიძინა, რასაც აშშ-სგან და NATO-სგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. აშშ-მ თურქეთს სანქციები დაუწესა.
”ვერავინ ჩაერევა იმის თვალსაზრისით, თუ რა სახის თავდაცვის სისტემებს ვიძენთ, რომელი ქვეყნიდან, რა დონეზე,”-უთხრა ერდოღანმა CBS News– ის კორესპონდენტს მარგარეტ ბრენანს კითხვაზე, აპირებს თუ არა S-400– ების კიდევ ერთი რაუნდის ყიდვას.