25 სექტემბრის არჩევნების შემდეგ, ისლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც დეპუტატების უმრავლესობა ქალია.
BBC ცნობით, არჩევნებზე ისლანდიის საკანონმდებლო ორგანოში 63 ადგილიდან 33 (52%) ქალმა პოლიტიკოსებმა დაიკავეს. ევროპის არცერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 50%-ს არ აღემატება, საუკეთესო შედეგი კი აქამდე შვედეთში ფიქსირდებოდა, სადაც ქალი დეპუტატები პარლამენტში მანდატების 47%-ს ფლობენ.
ამასთან, 2017 წელს, წინა არჩევნებში ქალებმა ისლანდიის პარლამენტში მხოლოდ 9 ადგილი დაიკავეს. მარტში გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით კი ისლანდიამ გენდერულად ყველაზე თანასწორი ქვეყნის წოდება უკვე მეთორმეტედ მოიპოვა.