გერმანიის არჩევნებში „სოციალ დემოკრატები“ 26%-ით ლიდერობენ, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ კი, 24%-ით მეორე ადგილზეა

გერმანიის არჩევნებში, ეგზიტპოლების თანახმად, სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი 26%-ით ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის კანდიდატი არმინ ლაშეტი 24%-ით ლიდერობენ. მესამე ადგილს კი „მწვანეების პარტია“ იკავებს, რომელსაც 14.8 პროცენტი აქვს.

პროგნოზების მიხედვით, არჩევნების ყველაზე დიდი გამარჯვებულები მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები არიან. ანგელა მერკელის წასვლის ფონზე, კონსერვატიულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, წინა არჩევნებთან შედარებით, რვა პროცენტით ნაკლები აიღო და თუ ეს მონაცემები საბოლოო შედეგებს დაემთხვევა, ეს იქნება კონსერვატიული კავშირის ყველაზე ცუდი შედეგი 1949 წლის შემდეგ.

ბუნდესტაგი ახალი კანცლერის არჩევას მმართველი კოალიციის ფორმირების შემდეგ შეძლებს. ნებისმიერი პარტია, რომელიც 5 პროცენტს მოიპოვებს, ადგილს გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში ადგილს გარანტირებულად დაიკავებს.

მწვანეთა პარტიისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია. შემდეგ ადგილებს ინაწილებენ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 11.3 პროცენტით ,თავისუფალი დემოკრატები - 11.2 პროცენტი.

არსებული მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა აქვს სოციალისტურ მემარცხენე პარტიას, რომელმაც ხმების ხუთი პროცენტი, მოაგროვა და მინიმალური ზღვარი გადალახა.