საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“ გაფორმებულ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღბელი, რასთან დაკავშირებითაც ინვესტორსაც ესაუბრა, რადგან როგორც მოსახლეობისთვის, ისე პირადად მისთის იყო, ბევრ რამ მიუღებელი.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ამ თემაზე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
"პირველ როგში, დიახ, გიდასტურებთ, რომ ეს კონტრაქტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე როგორც ძალიან ბევრი რაღაც. ბუნებრივია, ამ კონტრაქტში ბევრი რაღაც იყო მიუღებელი, ამის თაობაზე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან, ეს ერთი. ჩვენი აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა, მათ შორის მაწუხებდა მეც, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს და ეს სავსებით ნორმალურია. მეორე, რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ შევუქმენით აბსოლუტურად ყველა პირობა, რათა ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და ამას უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ.
რაც შეეხება კითხვას, მქონდა თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტ ერდოღანთან, ჩვენ არ გვქონია ამის თაობაზე კომუნიკაცია და ეს არის წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს ბუნებრივია, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. მინდა, ასევე ვთქვა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში და ჩვენ ამ მიმართულებით არავითარ პრობლემას, დაბრკოლებას არ ველოდებით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.