ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისფლების მეთაური ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან შესახვედრად, ბიბილოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა.
სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, „აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე“ ანატოლი ბიბილოვს დახვდნენ „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა და „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვე.