"თეთრი სახლის ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის კოორდინატორი, ბრეტ მაკგერკი ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სირიული დანაყოფების ფაქტობრივი ხელმძღვანელია, რაც თურქეთს ძალიან აწუხებს", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ადრე თუ გვიან აშშ სირიიდან უნდა გავიდეს და ქვეყანა სირიელ ხალხს დაუტოვოს.
„ძალიან მაწუხებს, რომ თეთრო სახლის წარმომადგენელი ტერორისტებთან დადის მხარდამხარ იმ ტერიტორიაზე, სადაც მე მათ ვებრძვი“, – განაცხადა ერდოღანმა.
როგორც თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ის ამ საკითხებზე დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გაესაუბრება და თურქეთის პოზიციას გააცნობს.
"გარდა ამისა, ჯო ბაიდენთან „ეფ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ხელშეკრულებაზე საუბარიც მოგვიწევს, რადგან ანკარამ ვაშინგტონს 1.4 მილიარდი დოლარიუკვე გადაუხადა, აშშ კი გაყიდვაზე უარს ამბობს. ისინი ან მოგვცემენ ჩვენ თვითმფრინავებს, ან ფულს დაგვიბრუნებენ“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“-ის რუსეთისგან შესყიდვასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობა გაგრძელდება.
როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინთან რუსეთთან სამხედრო თვითმფრინავების, მათი ძრავების, გემთმშენებლობისა და წყალქვეშა ნავების საკითხებში შესაძლო თანამშრომლობას საკითხები განიხილა.
თურქეთის პრეზიდენტი: ვისურვებდი, აშშ-ის ჯარები სირიიდან და ერაყიდან გავიდნენ ისე, როგორც ავღანეთიდან