ატლანტის ოკეანის ფსკერზე მსოფლიოში პირველი წყალქვეშა შემოვლითი გზის მოწყობა დასრულდა. ფარერის კუნძულებს დააკავშირებს.
სამწლიანი ლოდინის შემდეგ ფარერის კუნძულებზე წყალქვეშა გვირაბების მოწყობის ძირითადი ეტაპი დასრულებულია და ის 15 დეკემბერს გაიხსნება. ამის შესახებ BBC წერს.
დაახლოებით 11 კმ სიგრძის გვირაბი ორ უდიდეს კუნძულს დააკავშირებს. გვირაბის გახსნით, სამგზავრო დრო მოსახლეობას საგრძნობად შეუმცირდება, მათ დედაქალაქიდან ერთი საათის ნაცვლად, უახლოეს ქალაქამდე მისასვლელად მხოლოდ 15 წუთი დასჭირდებათ.