ჩინეთი მეორე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე დროშა აღმართა.
ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის ფოტოებში მთვარის ზედაპირზე აღმართული წითელი, ხუთვარსკვლავიანი დროშა ჩანს, რომელიც კოსმოსური ზონდი Chang'e-5-ის კამერამ გადაიღო.
მთვარეზე დროშა პირველად, აშშ-მა, 1969 წელს, Apollo 11-ს მისიის ფარგლებში აღმართა.
ჩინეთის დროშა სიგრძეში 90 სმ, ხოლო სიგანეში 2 მეტრია, მისი წონა კი დაახლოებით ერთი კილოგრამია. პროექტის ხელმძღვანელების თქმით, დროშა სპეციალურად არის შექმნილი, რათა შესაბამის პირობებს გაუძლოს.