რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას ვლადიმერ ლენინის ცხედრის კრემაცია შესთავაზა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
”ჩვენ ეს გვამი არ გვჭირდება. გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით კრემატორიუმში დავწვათ ცხედარი და სიმბირსკში მისი მამის საფლავთან ან პეტერბურგში, დედის საფლავის გვერდით დავკრძალოთ“, - განაცხადა ჟირინოვსკიმ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხატვარმა დევიდ დათუნამ ლენინის ცხედრის შესყიდვისა და აშშ-ში გადატანის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ამერიკა კომუნიზმისა და სოციალისტური იდეებისკენ მიემართება და ახლა მავზოლეუმის ატრიბუტები და ლენინი აშშ-ს უფრო სჭირდება, ვიდრე რუსეთს.