ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის მოადგილის ალი ფადავის განცხადებით, ირანელი მეცნიერი მოჰსენ ფახრიზადე სატელიტური მართვის ტყვიამფრქვევით მოკლეს, რისთვისაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს.
ალი ფადავის თქმით, ქვეყნის დედაქალაქისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ბირთვული პროგრამის მთავარ სპეციალისტს თან 11 მცველი ახლდა, თუმცა ტყვიამფრქვევის სისტემამ მხოლოდ მისი სახე ამოიცნო და 13 გასროლა განახორციელა.
"ტყვიამფრქვევი „ნისანის“ პიკაპზე იყო დაყენებული და ფოკუსირებული მხოლოდ მოჰსენ ფახრიზადეს სახეზე ისე, რომ მის გვერდით მჯდომი მეუღლეარ დაშავებულა. მას ინტერნეტით აკონტროლებდნენ სატელიტის საშუალებით და თანამედროვე კამერას და ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ“, - აცხადებს ალი ფადავი.
ირანის ხელისუფლებამ მკვლელობაში ბრალი ისრაელსა და დევნილ ოპოზიციურ ჯგუფ „ირანის სახალხო მოჯაჰედებს“ დასდო. ირანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იარაღები ისრაელშია დამზადებული.