"და ჩვენ ვიცეკვეთ" წლის საუკეთესო ფილმებს შორის დასახელდა

"ორი კაცის საიდუმლო, მძაფრი რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც ქართული ცეკვის ულტრა კონსერვატიულ სამყაროში ვითარდება", – ასეთი სიტყვებით აფასებს ფილმს გამოცემა The Guardian-ი, რომელმაც "და ჩვენ ვიცეკვეთ" წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა.

გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ფილმმა 26-ე ადგილი დაიკავა.

შვედურ-ქართულ-ფრანგული დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ქართული წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის ფილმია. შვედეთის კინოაკადემიამ "და ჩვენ ვიცეკვეთ" საუკეთესო ფილმად დაასახელა და ქვეყნის სახელით 2019 წელს ოსკარზე გაიგზავნა, თუმცა საბოლოო ნომინანტებში ვერ მოხვდა.