ექიმი: კონსილიუმის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით, სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში.

ყიფშიძის თქმით, ექიმებმა გადაწყვეტილება ანალიზის პასუხების ნახვის შემდეგ მიიღეს.

"კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი გადაყვანილი იქნეს გადაუდებლად მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, გლდანი არ წერია, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში.

მონაცემები ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი, მდგომარეობა უფრო ცუდია გუშინდელთან შედარებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს. ჩვენ გვითხრეს, რომ მიხეილ სააკაშილს კონსილიუმთან შეხვედრა არ უნდა. მე იმიტომ ვერ შევხვდი, რომ მითხრეს, ბევრი მნახველიაო".- ამბობს ექიმი.