გიული ალასანიას ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდით, ექსპრეზიდენტი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს. როგორც გიული ალასანია ყვება, ის შვილთან ვიზიტისთვის იყო მისული და ინფორმაცია შემთხვევით გაიგო.

"გაიყვანეს, როგორც ჩანს. ინფორმაცია არ მაქვს. მაქვს ინფორმაცია, რომ არ არის, აღარ არის, ინფორმაცია მაქვს ის, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერეს შესაბამისი დასკვნა, რომ უნდა გადაყვანილი იყოს მრავალფუნქციურ საავადმყოფოში და არ ვიცი, არ წამიკითხავს ეს დოკუმენტი, მაგრამ ამასობაში ყველაფრის იგნორირებით თვალწინ აგვართვეს და სადღაც წაგვართვეს, გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაიფრინა ვერტმფრენმა", - განაცხადა გიული ალასანიამ.